ქართველი მეცნიერი რომელმაც ღმერთის არსებობა დაამტკიცა
ქართველი მეცნიერი რომელმაც ღმერთის არსებობა დაამტკიცა
ის მთელი ცხოვრება მხოლოდ მეცნიერული პრობლემებით იყო დაკავებული. მას აზრადაც კი არ მოსდიოდა, რომ მისი აღმოჩენებით მაღალი იერარქიის სასულიერო პირები დაინტერესდებოდნენ.
პროფესორ მელიტონ არსლანის ძე მუსხელიშვილის მონოგრაფიამ „ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ველის ატომების, მოლეკულების და ქაოტური ძალისმიერი ხაზების ვაკუუმური რხევები ქიმიური სტიმულირებისას “ სამეცნიერო წრეებში სრული შოკი გამოიწვია. 1998 წლის თებერვლიდან ეს შრომა დაცულია 12 ქვეყნის 45 სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, მათ შორის საფრანგეთის უნივერსიტეტებში, ტოკიოს უნივერსიტეტში და მოსკოვის 15 წამყვან უნივერსიტეტსა და ინსტიტუტში. ამ მონოგრაფიაში ერთმნიშვნელოვნად მეცნიერულად არის დამტკიცებული გამრუდებული სივრცის 9 ახალი თვისება, ატომის აგებულების 16 ახალი მოცემულობა, ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ველების 16 ახალი განტოლება, 16 ახალი კანონი, გრავიტაციული ძალების 14 ახალი თვისება ასტრონომიაში.
ფორმულების მკაცრი ენით მუსხელიშვილმა დაამტკიცა, რომ სამყაროს ნებისმიერი ობიექტები, მიუხედავად მათ შორის მანძილისა, ურთიერთქმედებაში მყისიერად მოდიან.
ადრე ითვლებოდა, რომ არანაირი ურთიერთმედება არ შეიძლებოდა მომხდარიყო სინათლის სიჩქარეზე სწრაფი სიჩქარით, -ყვება თავის აღმოჩენაზე პროფესორი მუსხელიშვილი,-ეს 300 ათასი კმ/წმ-ია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ძალები მყისიერად ურთიერთქმედებენ. ეს დასაბუთებულია თორიულად და დამტკიცებულია ექსპერიმენტებით. ეს ხომ სამყაროში ერთიანი უზენაესი ძალის არსებობაზე მეტყველებს. ეს ნიშნავს, რომ თავისი არსით, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. თვისთვის მოულოდნელად, მუსხელიშვილმა რომის პაპისაგან მიიღო წერილი, რომელშიც საუბარია იმის შესახებ, რომ მისი უწმინდესობა მელიტონ მუსხელიშვილს უძღვნის ლოცვებს და მეტად აფასებს იმ გრძნობებს, რამაც მეცნიერს ბიძგი მისცა დაეწერა ეს მონოგრაფია. „ამასთან, გვსურს, გაუწყოთ, რომ მხოლოდ გულმოდგინე კვლევებისა და სოლიდური ექსპერტიზის შემდეგ გადავწყვიტეთ, გამოგვეხატა ჩვენი თქვენდამი მადლიერება“_ ნათქვამია წერილში.
პროფესორმა გადაიკითხა ბიბლია, ყურანი, თორა და განცვიფრდა, რამდენად ეთანხმება ისინი ერთმანეთს. მან აღტაცება გამოხატა იმის გამო, თუ რა ზუსტად არის აღნიშნული ამ ტექსტებში მისი მეცნიერული აღმოჩენის არსი.
მეცნიერი დარწმუნებულია, რომ აზრი მატერიალურია და სამყაროს ნებისმიერი წერტილიდან ის წამიერად შეიძლება აღმოაჩინო.
მსოფლიოს ძირითადი რელიგიების წმინდა წიგნებში, -ამბობს პროფესორი მუსხელიშვილი, – წერია, რომ უფალი ყოვლისმცოდნეა. ადრე მეცნიერი-ათეისტები ხშირად აკრიტიკებდნენ სწორედ ამ განსაზღვრებას. ერთი შეხედვით, მათი ლოგიკა რკინისებურად მტკიცე იყო, რადგანაც „სინათლის სიჩქარეს საზღვარი აქვს, ღმერთს, თუკი ის არსებობს, არ შეუძლია ადამიანის ნამოქმედარის მეყვსეულად დანახვა და გაგონება.“
თუმცა, აღმოჩნდა, რომ ყველა ჩვენგანის აზრი მატერიალურია. მოლეკულებში ატომები, რისგანაც ტვინის ნეირონები შედგება, ასრულებს რხევით და ბრუნვით მოძრაობებს. აზროვნების პროცესს აუცილებლად ახლავს თან ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ველების ძალური ხაზების გამოშვება, ან შთანთქმა. ამ პროცესის აღმოჩნა სამყაროს ნებისმიერი წერტილიდან მყისიერად არის შესაძლებელი. გამოდის თუ არა,რომ ღმერთმა იცის ჩვენი ყველა აზრი?
დიახ, არსებობს ძალა, რომელსაც ყველაფერი ემორჩილება. მას შეიძლება ერქვას უფალი, მსოფლიო გონი, ან კიდევ სხვა რამ. მაგრამ არსი არ იცვლება. ურთიერთქმედება სამყაროში მყისიერია, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ობიექტები.
კოლეგებმა გამოთვალეს: მუსხელიშვილის თეორია აბათილებს თერმოდინამიკის 12 კანონს, ქიმიის 20 განხრას, ფიზიკის 28 განხრას, მექანიკის 28 მიმართულებას. პროფესორის მხოლოდ ერთი მტკიცებულება რად ღირს იმის შესახებ, რომ „წონასწორულ შექცევად პროცესებში დრო შეიძლება მასად და ენერგიად გადაიქცეს, ხოლო შემდეგ განიცადოს უკუპროცესი. “ გამოდის, რომ მიცვალებულთა აღდგომა, რაზედაც ყველა წმინდა წიგნი მიუთითებს, შესაძლებელია!
პროფესორმა თავისი დასკვნების შემოწმება თავის სამეცნიერო ოპონენტებს შესთავაზა. მათ ვერ შეძლეს მათი უარყოფა. ევროპის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა იოაკიმე შეფილდმა კოლეგის მონოგრაფიის შესახებ აღტაცება გამოხატა. სასულიერო და სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან მის ნაშრომებზე ასევე მრავლად იყო გამოხმაურებები.
პროფესორი მუსხელიშვილი თავს მორწმუნე ადამიანად თვლიდა: “თავდაპირველად ღმერთის არსებობა ფორმულებით დავამტკიცე, ხოლო შემდეგ ის საკუთარ გულში აღმოვაჩინე.“
ძველ ინდურ წმინდა წერილებში, რომელიც 8 ათას წელს ითვლის, მეცნიერულად არის ახსნილი, რომ უფალი აღვსილია მიუწვდომელი ენერგიებით. მას შეუძლია აღიქვას ჩვენი ქმედებები ნებისმიერი ფორმით და ფლობს იმის უნარს, თავისი სურვილისამებრ გარდაქმნას საკუთარი ენერგია.
გთხოვთ გავაზიაროთ რომ ყველამ შეიტყოს ამ ჭეშმარიტი მამულიშვილის შესახებ.
მთაწმინდაზე აბრძანდით და ნიკო მუსხელიშვილის საფლავი მოინახულეთ.
ReplyDeleteსირცხვილია, სურათითაც რომ ვერ ცნობთ მართლა უპირველესს ქართველ მეცნიერთაგან.
ძალიან დარხეული გვაქვს და ალბათ ბეზვაზვრატნადაც რადგან შენ ეს 2018-ში დაგიწერტია და ეხლა უკვე 2024-ია დსა რაც ხდება დღეს ამ ახალგაზრდა თაობის მიერ არ არის გასაკვირი რომ მუსხელიშვილი კი არა და საკუთარი დედა და მამა რომ ვერ იცნონ ეგეც არ იქნება გასაკვირი
Deleteფოტოზე ასახული პიროვნება ნიკო მუსხელიშვილია და სწორედ ის იყო დიდი მეცნიერი და მკვლევარი .
ReplyDeleteსტატიაში მისი ვინაობა შეცდომითაა მოხსენებული !
სადამდე დაეცა საქართველოში ახალი თაობის დონე, რომ რას წერენ და ჯაპნიან ისიც კი არ იციან ამ საცოდავებმა!!!
Deleteეს არის ნიკოლოზ ივანეს ძე მუსხელიშვილი.......რა მელიტონ არსლანის ძე.......
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteპატივცემულო ჯეორჯიან პატრიოტო!
ReplyDeleteძალიან გთხოვთ, ამოიღეთ ნიკო მუსხელიშვილის სურათი თქვენი პოსტიდან. ნიკო მუსხელიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს ამ მონოგრაფიასთან, აღმოჩენებთან და არც ვინმე მელიტონ მუსხელიშვილთან. ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას!
ნიკო მუსხელიშვილი(1891-1976), გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი, მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი , ფუძემდებელი საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და შემდეგ საპატიო პრეზიდენტი, ა რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი და ა. შემდეგ მას გამოკვლევები აქვს დრეკადობის თეორიაში და ინტეგრალურ განტოლებებში იყო მრავალი სახელმძღვანელოს ავტორი იყო პოლონეთის, გერმანიის ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი . და კიდევ იგი იყო ძალიან კარგი ადამიანი
ReplyDeletehttp://4motivi.com/%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97/ აქედან აქვს აღებული :D
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteავტორო, ჩემი კომენტარი რად წაშალე? ))))) ეგ შენს უმეცრებას მაინც ვერ დაფარავს))))
Deleteეს ნიკო მუსხელიშვილია, დიდი ქართველი მათემატიკოსი! მელიტონ მუსხელიშვილი ვინთაა, არც გამიგია ასეთი მეცნიერი. ვინმეს გაუგია? ეს მეცნიერული სტატიაა თუ რელიგიური ფანატიზმით გაჯერებული უცოდინრობა? თან გააზიარეთო, ავტორი იწერება. რა გავაზიარო, უცოდინრობა? გავაზიარო არა ტორტი! :)))
ReplyDelete😁🖒
Deleteსისულელე
ReplyDeleteსურათზე ბატონი ნიკო მუსხელიშვილია. ვინ არის მელიტონ არსლანის ძე მუსხელიშვილი? ამ სტატიის ავტორმა ტვინი უნდა გაანძრიოს და თავისი უცოდინარობა არ გამოამჟღვანოს!
ReplyDeleteრას მიედმოედებით რა ღმერთის დამტკიცება რის ფორმულები. რატომ ავრცელებთ სისულელეებს და ცდილობთ ადამიანებს ცრუ წარმოდგენები მისცეთ რელიგიასა და მეცნიერებაზე, მსგავსი მანიპულირების მცდელობა არასდროს უნდა დასრულდეს. ღმერთს მეცნიერული დამტკიცება არ ჭირდება და მეცნიერების მიზანი არ არის ღმერთის არსებობის დამტკიცება ან უარყოფა. მერთს ადამიანური თვალსაწიერით და შეგრძნებებით ვერასდროს დაინახავ და ის შეიძლება სულიერი თვალთახედვით დაინახო და არა მატერიალისტური აზროვნებით. მეცნიერება კიდე მატერიალურ ადამიანისთვის ხილვად და შეგრძნებად სამყაროს შეისწავლის და ვისაც ცოტა გაეგება მეცნიერულად აღმოჩენილ ბუნების კანონებსა და კანონზომიერებაში უბრალოდ შეიძლება "დაინახო" უზენაესი გონის "ხელი".
ReplyDeleteღმერთის არსებობა იმდენად აშკარაა, რომ მას შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად შეამჩნევ და ირწმუნებ თუ მოისურვებ. ცოცხალი ორგანიზმის აგებულებაც კი საკმარისია მტკიცებულებად, რად უნდა მას მოლეკულებით თუ ნეიტრონებით ძებნა და მტკიცებულება?!
ReplyDeleteვერ გავიგე ვინ და რატო წერს.... რისთვის და ვისთვის...
ReplyDeleteამ სტატიის უკან აშკარად მღვდელი დგას.
ReplyDeleteრა შუაშია აქ სამღვდელო პირი??
Deleteმღვდელი რომ არ ახსენოთ უარყოფით კონტექსტში,არ შეგიძლიათ არა?
Deleteრატომ ავრცელებთ ტყუილს.რის მელიტონ არსლნისძე კარგადახართ ?
ReplyDeleteმელიტონი ქანთარია ვიცი მე მუსხელიშვილს კი ნიკო ერქვავინც არ იცის უნივერსიტეტის ეზოში გაიაროს მაინც
ReplyDeleteესე იგი თქვენი კომენტარები რომ არ წამეკითხა ხომ დავიჯერებდი მე ახლა ამ სტატიას და ვიღაც არსლანის ძე მელიტონს?
ReplyDeleteბაშკირი ქიმიკოსი ნაჟიპ ვალიტოვი იქცა „მელიტონად“. :))))))))))
ReplyDeleteარ უნდა მატერიალური მტკიცებულებები, ღმერთის არსებობის დადასტურებას....მზე რომ ამოდის, თენდება...რომ ჩადის, ღამდება და ჩვენი პატარა პლანეტა არსებობს, ცოცხლობს, უზარმაზარ კოსმიურ სივრცეში, ესეც ადასტურებს ე.წ. "მსოფლიო გონის" მიერ სამყაროს მართვას...ვისაც სურს, ირწმუნებს, ვისაც არა, გავატაროთ....ღმერთისაა, სულიც, გულიც და ჩვენი გონებაც...ტვინი 3 წამით ადრე ღებულობს გადაწყვეტილებას, რაც ადამიანის პირმა უნდა თქვას....რწმენა, სიყვარულივით უსუნო, უფერო და მფრინავია...შინაგანად, ან ხარ ათეისტი, ან აღიარებ, რომ მარადმსუფევი ღმერთია სამყაროს(ჩვენი ჩათვლით) შემოქმედი...ისაა. "ეჰიე, აშერ, ეჰიე" - "ის, რაც იყო, არის და იქნება"....ბატონი ნიკო დაწერს თუ ბატონი მელიტონი, მის შესახებ, მნიშვნელობა, არაა აქვს....პატივისცემით....
ReplyDeleteდიდი ნიკო მუსხელიშვილია ეს!!! მელიტონ არსლანის ძე მუსხელიშვილი ვინ არის??? #სირცხვილია
ReplyDelete