ცნობილი საერთაშორისო მეცნიერი: ქართულ ხაშს კორონავირუსის წინააღმდეგ მაღალი აქტივობა გააჩნია.


ცნობილი საერთაშორისო მეცნიერი: ქართულ ხაშს კორონავირუსის წინააღმდეგ მაღალი აქტივობა გააჩნია. 


    (აპრილი 11, მონტევიდეო, ურუგვაი)  მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, წმინდა მარიამის  უნივერისტეტის სრული პროფესორი კიდენ კიმბო კორონავირუსის წინააღმდეგ გააფთრებულ ბრძოლაში ჯერ კიდევ იანვარში ჩაება. მრავალკვირიანი ექსპერიმენტაციის შედეგად მან მიიღო ნაერთი, რომელიც ქართულ ხაშს საეჭვოდ წააგავს. მისმა გუნდა ძროხის ჩლიქები სახსრებში ჩაჭრა და დატოვა ცივ წყალში. შემდგომ დაჭრეს 4 სმ ზომის ნაჭრებად და ქვაბში ხარშეს საშუალო ცეცხლზე. წყალის დაშრობის და ძვლების ტკაცუნის დაწყების შემდგომ დაამატეს წყალი და დახურული პრინციპით ხარშეს 8 საათი. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მათ ნაერთს ნიორიც შეურიეს, რამეთუ კარგად ცნობილია მისი მკვეთრად გამოხატული ანტივირუსული თვისებანი. 

     მიღებული ნაერთი, რომელიც ერთი-ერთზე ჰგავს ქართულ ხაშს, სასწაულმოქმედი თვისებებით ხასიათდება. იგი ცვლის უჯრედის ზედაპირის pH-ს და ამუხრუჭებს აჯრედში ვირუსის შეჭრას. ასევე აჩერებს ნუკლეომჟავების და ვირუსის პროტეინების რეპლიკაციას და სინთეზს. დოქტორ კიმბო ასევე ვარაუდობს რომ ნაერთი ანელებს კომპლემენტ დამოკიდებული ანტიგენ-ანტისხეულის ურთიერთრეაქციებს. გამოქვეყნებულ მანუსკრიპტში ნათლად გამოსჭვივის რომ ეს ფუნქციები მიღებულ ნაერთს კორონავირუსთან ბრძოლის ქვაკუთხედად აქცევს. 
     ამასთანავე უნდა ითქვას, რომ დოქტორ კიმბოს ნაერთს გააჩნია ძლიერი 5G გამოსხივების გამანეიტრალებელი რეაქცია. როგორ უკვე საქვეყნოდ ცნობილია, 5G მუშაობს 60 გიგაჰერცზედ, რომელიც რომ იწვევს ჟანგბადის ელექტრონების ლავირებას, რაც უკვე ჰემოგლობინის დამშევას გვაძლევს. ადამიანებს ემართებათ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი COVID 19 ის სიმპტომები. დოქტორ კიმბოს ნაერთი 60 გიგაჰერცს 27 მდე ჩამოსწევს და მის ეფექტურობას თითქმის ნულამდე ანეიტრალებს (იხილეთ დანართი#1)

     საქპატენტის თანამშრომლები კავშირზე გავიდნენ ამ ბრწყინვალე გამოგონების ავტორთან და შეახსენეს რომ თელავის მუნიციპალიტეტს უკვე გააჩნია პატენტი ხაშზე, რაც შეიძლება ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში განხილვით დასრულდეს. საქართველოს საპატრიარქოც უკვე ჩაერთო მოლაპარაკებებში. გამარჯვების შემთხვევაში, მოცემულმა პატენტმა შეიძლება საქართველოს რესპუბლიკას მილიარდობით აშშ დოლარის მოგება შეჰმატოს. 







Comments

Popular posts from this blog

ქართველი მეცნიერი რომელმაც ღმერთის არსებობა დაამტკიცა